

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ახალი სათამაშოებით აღიჭურვა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლო არდადეგებიდან დაბრუნებულ აღსაზრდელებს საბავშვო ბაღებში ახალი სათამაშოები დახვდებათ.
„გორის მუნიციპალიტეტის 64-ვე საბავშვო ბაღი აღიჭურვა 30-ზე მეტი სახეობის, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე დაიხარჯა.
სათამაშოები ყველა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელების განვითარებისთვისაა გათვლილი“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს