საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში პენსიიის ოდენობა გაიზარდა.
70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 350 ლარით განისაზღვრა, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარი გახდა.
ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია 420 ლარი გახდა, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია - 540 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა და არსებული სანქციები გაიზარდა.
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.