

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრებ პატარებს უმასპინძლა. კულტურის ცენტრში გამართულ საახალწლო წარმოდგენებს 1800-მდე ბავშვი დაესწრო და საჩუქრად ტკბილეული მიიღო.
პატარა მაყურებლისთვის საშობაო ნაძვის ხის ზღაპარი - „სიზმარა“კულტურის განვითარების სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების ორგანიზებით მომზადდა.
ღონისძიებაში კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებული ვოკალური და ქორეოგრაფიული წრეების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებისთვის, საახალწლო ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ყოველწლიურად იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს