

გლოვის დღესთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის დროს, ბავშვების დედა საავადმყოფოს სტაციონარში იყო მოთავსებული და მეუღლე მის სანახავად იმყოფებოდა, ბავშვებთან ერთად კი სახლში ბებო იყო. ასაკოვან ქალბატონს, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობები აღენიშნება, იგი სამკურნალოდ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადმოყვანილი.
გარდაცვლილ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს