

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება და აღნიშნულთან დაკავშირებით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ტყვიავში 900 მეტრი შიდა საუბნო გზა მოწესრიგდება და შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 430 490 ლარია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს