

გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ, გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 850-მეტრიან გზის მონაკვეთს და მოწესრიგდება ცხინვალის გზატკეცილიდან ე. წ. ტიუმენის ბინებამდე მისასვლელი გზა.
რაც შეეხება პროექტის სავარაუდო ღირებულებას, 637 855 ლარს შეადგენს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს