

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყლის მიწოდება გორში 20:00 საათისთვის აღდგება.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, წყლის შეწყვეტა მაგისტრალური მილის ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია, რის შედეგადაც ვერხვების და კომბინატის დასახლების გარდა, ქალაქის მასშტაბით, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდა (არაგეგმურად გაითიშა).
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი