

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები უკვე გამოაცხადა.
ერთ-ერთი სოფელი, სადაც სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა - დიცია.
ინფრასტრუქტურული პროექტის სავარაუდო ღირებულება 733 400 ლარია.
რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილი, სადაწნეო კოშკი და საქლორატორო, ასევე, დამონტაჟდება მრიცხველი და სანიტარული ღობე.
შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელ წყალს 528 ოჯახი მიიღებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს