

ადგილობრივი თვითმმართველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სრულწლოვან მოქალაქეებს და რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამის ფარგლებში, ყოფილი მსჯავრდებულები წელიწადში ერთხელ 300 ლარს მიიღებენ.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან კი, სახელმწიფი ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარებას, მათზე წელიწადში ერთხელ 350 ლარი გაიცემა. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება (თანადაფინანსებით) კი, თითოეულ ბავშვზე თვეში 100 ლარს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა დახმარების მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს