

2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ6.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო2024 წლის საშუალო რეალური ზრდა9.5 პროცენტით განისაზღვრა, - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია კი დამამუშავებელი მრეწველობის და სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს