

გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა: ბილიკები (დეკორატიული ფილებით), კაუჩუკის მოედანი, ბორდიურები; გაკეთდება მოაჯირი, განლაგდება ატრაქციონები; დამონტაჟდება გარეგანათება, ასევე, სარწყავი სისტემა; განთავსდება საპარკე ავეჯი და გამწვანდება ტერიტორია.
პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“-ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში 11 პროექტი განხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს