

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიასთან (გვაზავა) ერთად, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმინდა იოანე მოწყალის საქველმოქმედო ცენტრი მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საქველმოქმედო ცენტრთან არსებული უპოვართა სასადილო, მოხუცებულთა თავშესაფრისთვის განკუთვნილი სივრცე დაათვალიერეს და ბენეფიციართა საჭიროებებს გაეცნენ.
წმ. იოანე მოწყალის საქველმოქმედო ცენტრში უფასო სასადილო მოქმედებს, რომლის ბენეფიციარი 300 ადამიანია. მოხუცებულთათვის, ასევე, ფუნქციონირებს დღის ცენტრი და შინმოვლის სამსახური.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს