

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2 600 მეტრი გზის საფარი მოეწყობა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გეგმის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 791 230 ლარია.
ზერტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი