

პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ქართული ზეპირსიტყვიერების გაკვეთილი ჩაუტარა.
ღონისძიების ფარგლებში, მსმენელმა სხვადასხვა ზეპირსიტყვიერების ნიმუში მოისმინა, შესრულდა ძველი ქართლური სიმღერაც. დამსწრე საზოგადოების წინაშე გორის ეთნოგრაფიული გუნდი „რიხი“ წარსდგა.
„2025 წელი განსაკუთრებული სიახლეებით დავიწყეთ. ეს ფაქტი უპრეცედენტოა, რადგან ზეპირსიტყვიერების შესწავლა სკოლებში, როგორც ცალკე საგნის, დღემდე არ ყოფილა. პირველი შეხვედრა ქარელის და გორის სალოტბარო სკოლებში შედგა.
ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შესწავლა ქართულ ტრადიციულ გალობასთან, მრავალხმიანობასა და ქორეოგრაფიასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს მომავალ თაობაში ჩავადუღაბოთ და განვავითაროთ ქართული კულტურის საძირკველი.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ეს გამოწვევა თანაბარმნიშვნელოვანია გალობის და ხალხური მუსიკის შენარჩუნება-განვითარებასთან ერთად“, - აღნიშნულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება