

გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა.
შეკრებილებმა მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და გიდების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მუზეუმებს და გიდებს მადლობის სიგელები გადასცეს.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.
გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს