

შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს რკინიგზა დღეს დაგეგმილ რამდენიმე რეისს აუქმებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, დღეს, 27 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
#802/801 თბილისი-ბათუმი;
#804/803 თბილისი-ბათუმი;
#870/869 თბილისი-ზუგდიდი;
#874-873 თბილისი-ფოთი;
#618/617 თბილისი-ბორჯომი;
#686/685 თბილისი-ბორჯომი.
რაც შეეხება ბილეთის საფასურს, როგორც საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ და საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს