

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ქალებს უფასო „კარიერის მასტერკლასებზე“ დასწრების შესაძლებლობას აძლევს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, დაინტერესებული პირები ღონისძიებაზე დასწრებით მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის მომზადების ტექნიკებზე.
„კარიერის მასტერკლასი“ გულისხმობს ქალბატონებითვის ახალი საქმიანი იმიჯის შექმნას. გაიგებთ, ასევე, როგორ დაგეგმოთ კარიერული განვითარება და გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. დარეგისტრირდებით სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე და გაეცნობით მიმდინარე აქტიურ ვაკანსიებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებმა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ბმული უნდა შეავსონ.
მასტერკლასი გორში (გმირების ქ. N18) 7 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს