

გორში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა. საქველმოქმედო ღონისძიება „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ინიციატივით მოეწყო, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქტივობაში ათობით ადამიანი ჩაერთო და უანგაროდ გაღებული სისხლით იმ ადამიანების მიმართ გამოხატეს თანადგომა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.
„საქველმოქმედო აქცია ორგანიზაცია „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა“ ჩაატარა.
გორის მერია, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ერთად მსგავს აქციებში ეტაპობრივად მონაწილეობს. თითოეული ჩვენგანის მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს