

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
რაც შეეხება პროექტს, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 850 მეტრია და მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება კი 500 ათას ლარზე მეტია.
ამ ეტაპზე, მარანაში გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს