

პროექტი - „ჩვენი ჯარი“, სქართველოს მასშტაბით, მარტის ბოლოდან განახლდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამა სკოლებში სამხედრო მოსამსახურეების მოსწავლეებთან შეხვედრას და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
„პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს. საგანმანათლებლო პროგრამა რამდენიმე წელია თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტის დახვეწის და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვის მიზნით, შეიცვალა „ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია, გადამზადდნენ სამხედრო სპიკერები და მომზადდა ახალი ვიდეორგოლები“, - აცხადებენ თავდაცვის სამინოსტროში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს