

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 941 მეტრია, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება კი 700 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
„სოფელ ფლავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიხედვით კი მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს