

2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის პირველ აპრილამდე გაგრძელდა, - ინფორმაციას იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სარეგისტრაციო პროცედურის გავლა სავალდებულოა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის, სააქციო საზოგადოებისთვის, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის, კომანდიტური საზოგადოებისთვის, კოოპერატივისთვის, უცხოური საწარმოს ფილიალისთვის.
ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაციების რეგისტრაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი