

ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდულ ბანაკებში ლიდერის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.
პროექტში მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს/კურსდამთავრებულს შეუძლია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, განაცხადების მიღება 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
„თუ ხარ 20-30 წლის, კომუნიკაბელური, კრეატიული, გაქვს დროის მართვის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი, გამოიყენე შანსი, გახდე ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი!
შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა/გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. შერჩეული პირები გაივლიან ტრენინგს საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად“, - აცხადებენ სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს, პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს