

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ, ქალაქის მასშტაბით, სხვდასხვა სახის სამუშაო დაიწყო.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და სხვა დასასვენებელ სივრცეებში ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. იცვლება დაზიანებული ინვენტარი, მათ შორის, სკამების, დეკორატიული ურნების, ლამპიონების ამოცვლა-განახლება, სტადიონებზე დაზიანებული ღობეების აღდგენა. ასევე, ქალაქში სხვადასხვა მონაკვეთზე ახალი ბოძკინტების მონტაჟი და არსებულის განახლება, იღებება მოაჯირები და სხვა.
„კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გავუფრთხილდეთ და ერთად ვიზრუნოთ ქალაქზე. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ჩვენს საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის, წესრიგის, უსაფრთხოების დაცვასა და უზრუნველყოფაზე“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს