

სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების საქართველოში შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 61 890 ლარი შეადგინა. საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს