

გორის გასასვლელში, ვერხვების დასახლებაში მდებარე პურის საცხობ ერთ-ერთ ობიექტზე პური გაიაფდა.
მცხობელები აცხადებენ, რომ მეპატრონემ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
,,პურზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, ყოველდღიურად ჭირდება ყველა ოჯახს, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ობიექტის მეპატრონემ, თემურ ელიზბარაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პური 10 თეთრით გაგვეიაფებინა, თუმცა, ეს არ მომხდარა წონის შემცირების ხარჯზე, იგივე წონის პურს ვაცხობთ“, - აღნიშნეს მცხობელებმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს