

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდა.
ნინო წერეთელმა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსთან ანა მაისურაძესთან ერთად, გამოსაცდელებს 2025 წლის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს ის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც საგამოცდო პროცესის დროს აუცილებელია.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის მსურველებს რეგისტრაცია 2 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს