

გორის განვითარების სააგენტოს კოორდინაციით, პროგრამირების სასწავლო კურსის - Code-IT მესამე მოდული დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი 16 სალექციო კურსს მოიცავს. მონაწილეები თანამედროვე ვებ-პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიას - Next.js - React Framework-ს შეისწავლიან.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.
„ახალგაზრდების მაღალი დაინტერესების გამო, აპლიკანტები სარეგისტრაციო ბმულის შევსების შემდეგ გასაუბრების და ტექნიკური დავალების საფუძველზე შეირჩნენ. საუკეთესო სტუდენტები კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც მათ დასაქმების პერსპექტივას მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს