

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება პროექტს, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია, დაგეგმილი სამუშაოების ღირებულება კი 2 705 500 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს