

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში მცხოვრები გიორგი ზაზაძის და ქეთევან მიქელაძის მრავალშვილიან ოჯახს მერვე შვილი შეემატა.
იაკობი - წონით 3.8 კგ. ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ დღეს დაიბადა. ამავე კლინიკაში დაიბადა იაკობის 7 და-ძმა - ნინო, გაბრიელი, თეკლა, ბარბარე, მართა, მიქაელი და მარიამი.
,,იავნანაში“ აცხადებენ, რომ დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ქეთევან მიქელაძის რვავე ორსულობა ექიმი გინეკოლოგის, ნინო შერმადინის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მეან გინეკოლოგი კი გივი მალიაშვილია.
სოფელ ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში, საერთო საცხოვრებლის სამოთახიან ბინაში მცხოვრები რვაშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი 11 წლისაა, უმცროსი, იაკობი კი - 1 დღის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს