

ამ წუთებში ხალხმრავლობაა გორში მდინარე ლიახვის გადასასვლელ ხიდზე (კომბინატის დასახლების მიმართულებით).
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილი გახდა შუა ხნის მამაკაცი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარებაში იმყოფება, ხიდის მოაჯირზე გადავიდა და ხიდის ბურჯზეა ხელებით დაკიდებული.
ადგილზე საპატრულო პოლიციის კრიმინალური პოლიციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს