

რამდენიმე წუთის წინ, გორში, მდინარე ლიახვის ხიდზე მიმდინარე სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
მამაკაცი, რომელიც ხიდის ჯებირზე გადავიდა, უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შუა ხნის მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხიდის ჯებირზე გადავიდა და ერთ-ერთი ბურჯის საყრდენზე იყო ხელებით დაკიდებული. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფები, ასევე, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს