

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს.
როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება აღნიშნულ უწყებას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ლილუაშვილი კანონის მიღებისთანავე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.
საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს კანონპროექტს რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე ერთეულად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციისთვის, ლილუაშვილს ოქტომბერში ეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, სუს-ის უფროსის პოსტის ხელახლა დაკავების უფლება კი კანონმდებლობით აღარ აქვს და შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა ისედაც უნდა დაეტოვებინა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს