

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება რაც გარეგანათების ახალი სისტემის მოწყობას ხელთუბნიდან მეჯვრისხევის ცენტრამდე ითვალისწინებს.
8 000 მეტრამდე მონაკვეთზე, რომელიც საავტომობილო გზას მიუყვება, 235 განათების ბოძი და ენერგოეფექტური სანათი მონტაჟდება.
შესაბამისი სამუშაოები კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 577 774 ლარით ფინანსდება.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს