

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში მოთავსებულთაგან ახალი კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ინფიცირება დაუდასტურდა, საკარანტინო ზონაში ამერიკაში მოგზაურობის ისტორიით მოათავსეს. ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატებში მოთავსებული კიდევ ორი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, არ გართულებულა.
„სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში მოთავსებულ ერთ საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშები დადასტურდა. აღნიშნული პაციენტი ჰოსპიტალში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან მოხვდა. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ეს პაციენტი დისტანცირებული იყო. მისი მდგომარეობა, ჩვენთან მოთავსებულ წინა ორ ინფიცირებულთან შედარებით, უფრო მეტად საყურადღებოა“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს