

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 79-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
ამჟამად, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშა არის 247 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს