

გორი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ავტობანზე მოძრავმა ,,ტოიოტა“-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა მართვა დაკარგა და ჯერ რკინის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მისი თანმხლები პირი ადგილზე დაიღუპნენ.
,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძმები (57 და 67 წლის ასაკის) არიან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს