

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო გზის ერთი მონაკვეთის სიგრძე - 1 462, მეორე კი 886 მეტრია.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოეწყობა როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 878 830 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს