

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 717 კოლოფი უაქციზო სიგარეტის და 60 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტების შესახებ საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი