

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე, გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
გორისა და ატენის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14:00 საათზე, მაცხოვრის აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი შესრულდება.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.
შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წლიდან დაწესდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი