

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში - მეჯვრისხევსა და არბოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშომლობით, პროექტს - „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა“ ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორაციით, პროექტში 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ, რომლებიც სტრესის და ემოციების მართვას სწავლობენ.
„პროექტში 60 ახალგაზრდაა ჩართული. კურსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს პოზიტიური სოციალური უნარები ჩამოუყალიბდებათ, სამომავლო პერსპექტივების დასახვას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას შეძლებენ“, - აცხადებენ მერიაში.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს