

გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაბიონების მშენებლობის პროცესი. პროექტის მიხედვით კი ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა ბილიკები დეკორატიული ფილებით, ბორდიურები, კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, განლაგდება საპარკე ავეჯი და დამონტაჟდება განათება.
„გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“-ის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს