

გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თამარ მეფის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „წმინდა მეფე თამარი“ ჩატარდა.
აქტივობაში გორის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა თამარ მეფის მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მოეწყო ფილმის „მეფე თამარი“ ჩვენება. შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინაც.
აქტივობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს