

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პარლამენტმა დაამტკიცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს.
„კნონის ახალი რედაქციის თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანონო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი