

მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს ქვეყნის განვითარებისთვის უდიდესი როლი აკისრია.
„ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას. დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ, წინ კი საინტერესო გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები გელით.
გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა იყოთ სახელმწიფოს შემდგომი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. თქვენი ცოდნა, მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ სიხარულით და წარმატებებით სავსე ცხოვრებას“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს