

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებსა და რეკრეაციულ სივრცეებში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ბალახის თიბვა, მცენარეების გასხვლა-ფორმირება, ხეების გადაბელვა, შეწამვლა და მორწყვა. პარარელურად, ხდება სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება, სკამების, ურნების რესტავრაცია, ლამპიონებზე ნათურების ამოცვლა. ირეცხება, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელები და სანიაღვრე არხები იწმინდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს