

ეროვნული თავდაცვის აკადემია სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრებს აგრძელებს.
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
აკადემიის ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ასევე, გააცნო საბაკალავრო პროგრამები და მიღების პირობები.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიის შესახებაც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ახლადგახსნილი სასწავლო სივრცეები მოინახულეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს