

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გორში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, სპორტული და გასართობი აქტივობები გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში ჩატარდა.
პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს.
სკვერში მოწყობილი გასართობი, სპორტული და სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს