

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ სხვადასხვა სახის სამუშაოს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ზაფხულის სეზონის მოახლოების პარალელურად, რეკრეაციულ სივრცეს უწყების თანამშრომლები ყოველდღიურად აწესრიგენ.
„პარკის ტერიტორიაზე ბალახის თიბვა, ბუჩქების დეკორატიული სხვლა-ფორმირება, ნარგავების შეწამვლა, მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, ტერიტორიის დასუფთავება და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, განახლდა დაზიანებული ინვენტარი და დაირგო ახალი მცენარეები. სპეციალური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ჩაირთო შადრევანიც“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს