

ერევანი-ბათუმი-ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან რეისებს განაახლებს, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს